ელბაქიძის ქუჩის ნაწილი ჩაინგრა

თბილისში ელბაქიძის ქუჩის ნაწილი ჩაინგრა. არსებული ინფორმაციით ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე სამაშველო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან. შემთხვევის მივიდნენ “GWP”-ის წარმომადგენლებიც.

ელბაქიძის ქუჩის მაცხოვრებლების ინფორმაციით ქუჩის ნაწილის ნგრევა მიწის ქვეშ წყლის დიდი ნაკადის გადინებამ გამოიწვია. არსებული ინფორმაციით დაზიანებულია წყლის მილიც.

ელბაქიძის ქუჩაზე გადაადგილება შეზღუდულია.

banner
წინა სტატიაში3 წლიანი პატიმრობა facebook-ზე დაწერილი სტატუსისთვის
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს