ელბაქიძის აღმართზე ტრანსპორტის მოძრაობა 3 თვით აიკრძალა

თბილისში ელბაქიძის აღმართზე, სადაც დღეს გამთენიისას ქუჩის ნაწილი ჩამოიშალა, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია მივიდა.

ნარმანიას განცხადებით, აღმართზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება 2-3 თვის განმავლობაში აიკრძალება და აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.

თბილისის მერის განცხადებით, მომხდარს სპეციალური კომისია შეისწავლის და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ნარმანია არ გამორიცხავს, რომ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

“ეს არ იყო უბედური შემთხვევა, ეს არის უყურადღებობის გამო მომხდარი ფაქტი. 2-3 თვის განმავლობაში აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება აიკრძალება და დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. პარალელურ რეჟიმში მოხდება ფაქტის გამოძიება,” – აცხადებს დავით ნარმანია.

შეგახსენებთ, რომ ელბაქიძის ქუჩის ნაწილის ნგრევა გამთენიისას მოხდა.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულების სფეროში დასაქმებულ პირებს სოციალური დაცვის გარანტიები ეზრდებათ
შემდეგი სტატია12 შვილის დედა ქუთაისის მერიასთან თავის დაწვით იმუქრება