ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებიდან უწყებაში საქმიანობას ამ დროისთვის მიხეილ ჯანელიძე აგრძელებს

მიხეილ ჯანელიძე

ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებიდან უწყებაში საქმიანობას ამ დროისთვის მხოლოდ მიხეილ ჯანელიძე აგრძელებს.
პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანების მიხედვით, მიხეილ ჯანელიძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის მოადგილის თანამდებობაზე 1-ელ სექტემბერს დაინიშნა.
რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრის სხვა მოადგილეებს – ნათია მიქელაძეს, ქეთევან ბოჭორიშვილსა და ირმა ქავთარაძეს, ამ ეტაპზე მათთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის მიერ 1-ელ სექტემბერს გამოცემული მხოლოდ ერთი ბრძანება არსებობს, რომლითაც მათ მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე უფლებამოსილება შეუწყდათ.
ვინ იქნებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრის სხვა მოადგილეები, ჯერჯერობით უცნობია.
ეკონომიკის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. პრემიერის გადაწყვეტილებით, მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილი დიმიტრი ქუმსიშვილმა შეცვალა.

banner
წინა სტატიაშისტაჟირების სახელმწიფო პროგრამა სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა მინისტრის ყველა მოადგილე თანამდებობას ინარჩუნებს