ეკვადორში ვულკანის ამოფრქვევის გამო საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა

ეკვადორში ვულკანის ამოფრქვევის გამო საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა

ეკვადორში ვულკანის ამოფრქვევის გამო საგანგებო სიტუაცია გამოცხადდაეკვადორში ვულკან კოტოპახის გააქტიურების გამო საგანგებო სიტუაცია გამოაცხადეს. ვულკანი ქვეყნის დედაქალაქიდან, კიტოდან 60 კილომეტრში მდებარეობს.

პრეზიდენტ რაფაელ კორრეას სიტყვებით, უკვე ევაკუირებულია ასობით ადამიანი, რომლებიც ვულკანის კრატერთან ცხოვრობენ.
გაღვიძება გუშინ დაიწყო – ვულკანმა ფერფლი დაახლოებით ათას მეტრზე ამოისროლა.
“ასოშეითედ პრესის” მონაცემებით, კოტოპახი, რომლის სიმაღლე 5987 მეტრია, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ვულკანად ითვლება პლანეტაზე.
მისი უკანასკნელი ამოფრქვევა 1877 წელს მოხდა.
ეკვადორში სულ 8 მოქმედი ვულკანია.

banner
წინა სტატიაშიახრა სმირი:როგორ ერწყმის თბილისური ფეხბურთის სიყვარულს ვინც სიცოცხლე შესწირა ჩვენს თავისუფლებას
შემდეგი სტატიაირანი “ვაშინგტონ პოსტის” ჟურნალისტს არ ათავისუფლებს