ეკა ხერხეულიძე ფინანსთა მინისტრს მატყუარას უწოდებს

მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი წარმომადგენლი უახლესი ისტორიის გაყალბებითაა დაკავებული

ნაციონალური მოძრაობა წლევანდელ ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების თემით დაინსტერესდა და ფინანსთა მინისტრის მოადგილეს კითხა, თუ როდის გაიზრდება პენსია 220 ლარამდე.

მიღებული პასუხიდან გამომდინარე დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ მინისტრს ნოდარ ხადურს “მატყუარა” უწოდა.

ნაციონალური მოძრაობა ასევე დაინტერესდა რა თანხის დახარჯვას გეგმავს ხელისუფლება სტიქიით მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად.

“რაღაც თანხა ივანიშვილმა გაიღო, ამაზე განცხადება თავად გააკეთა და მაინტერესებს რამდენად სულგრძელი აღმოჩნდა ეს ადამიანი,” – იკითხა დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ.

ნაციონალურმა მოძრაობამ ფინანსთა მინისტრი გააკრიტიკა ბიუჯეტის განხილვაზე არმისვლის გამოც, რაზეც მიიღეს პასუხი, რომ ნოდარ ხადური ჩინეთში იმყოფებოდა და საქართველოში დაბრუნებისას თბილისში ჩამოსვლამდე იგი პარიზში ჩავიდა.

banner
წინა სტატიაში,,მათ, ვინც ვერ გაიგო, რატომ ვიცავ ანი ნადარეიშვილს,,
შემდეგი სტატია“თქვენი მინისტრი ეკონომიკის გაგებაში არ არის”-მაჭავარიანი ფინანსთა მინისტრის მოადგილეს პასუხობს