ეკა ხერხეულიძე პარლამენტში სოზარ სუბარის დაბარების ინიციატივით გამოდის

მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი წარმომადგენლი უახლესი ისტორიის გაყალბებითაა დაკავებული

დეპუტატი ეკა ხერხეულიძე საკანონმდებლო ორგანოში დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის დაბარების ინციატივით გამოდის. როგორც ხერხეულიძე აცხადებს დევნილებისთვის ბინების გადაცემის პროცესი ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს და საჭიროა სუბარმა ამ კითხვებს პასუხი გასცეს.

,,მოგეხსენებათ 2008 წელს გამოიყო თანხა, ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილებისთვის ბინების უზრუნველსაყოფათ. ეს პროცესი გაწერილი იყო წლების მანძილზე და მხოლოდ დღეს გახდა შესაძლებელი ამ ბინებში დევნილების შესახლება. პროცესის დაწყების თანავე გაჩნდა უკმაყოფილება დევნილებს შორის, რადგან ისინი მიიჩნევენ,რომ ფართების გადაცემა ხდებოდა შერჩევითად. დევნილები ითხოვდნენ მინისტრთან შეხვედრას, თუმცა სამინისტროს მხრიდან რეაგირება არ ყოფილა. ამის გამო მათ მიმართეს პროტესტის უკიდურეს ფორმას და 6ღიანი შიმშილობის შემდეგ, ფოთიდა გამოემართნენ ფეხით და 360 კილომეტრის გავლის შემდეგ პროტესტანტების ნაწილი დააკმაყოფილეს საცხოვრებელი ფართებით. ერთერთმა მოიგო პროცესი სასამართლოს გზით და ეს ოჯახი ჯერ არ გახლავთ ბინით უზრუნველყოფილი. მე ვახლდი სამინისტროში კონჯაირების ოჯახს,რომლებიც უშედეგოდ ითხოვდნენ მინისტრთან შეხვედრას. ქალბატონმანთავის სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად დაიკავა თავისუფალი საცხოვრებელი ფართი, საიდანაც ისინი აღსრულების სამსახურმა გამოასახლა და დღეს ეს ოჯახი დღემდე ცხოვრობს კიბის უჯრედში. აქედან გამომდინარე მე ვთვლი,რომ პრობლემა არის ძალიან მძიმე და საგანგაშო, ვინაიდან პროცესი არის დაუსრულებელი, ხოლო ფართები აუთვისებელი. ისინი ვერ წყვეტენ რა კრიტერიუმებით უნდა დააკმაყოფილონ დევნილებისთვის ბინების გადაცემის პროცესი. ვფიქრობ,რომ ჩვენ ვალდებული ვართ დავიბაროთ მინისტრი საქართველოს პარლამენტში, რათა მან საჯაროდ გასცეს პასუხი ყველა იმ კითხვას,რომელიც დაგროვდა ამ თემის ირგვლივ. სასურველი იქნება ამ სხდომას დაესწრონ ის ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ პრეტენზიები ბატონ სოზარ სუბართან და მის ქვემდებარე უწყებასთან”- აცხადებს ხერხეულიძე

banner
წინა სტატიაშირიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგენილია
შემდეგი სტატიასააკაშვილი აზერბაიჯანში ოფიციალურად დაპატიჟეს