ეკა ტყეშელაშვილი და ნიკოლოზ ვაშაკიძე განცხადებას ავრცელებენ

ნიკოლოზ ვაშაკიძე

ნიკოლოზ ვაშაკიძე დასაზოგადოებრივი მოძრაობა “ივერიის” ხელმძღვანელის აზრით, პროცესი, რომელიც აფხაზეთის რკინიგზის საკითხის ირგვლივ მიმდინარეობს, რუსეთის ინტერესებს ემთხვევა.

ნიკოლოზ ვაშაკიძეს მიაჩნია, რომ საქართველოსთვის საზიანო პოლიტიკის გატარებას რუსეთი ეტაპობრივად უკვე რამდენიმე წელია ცდილობს და მასში ერთ-ერთი მონაწილე ბიძინა ივანიშვილი იყო.

“თემის აპრობირება მიმდინარეობს, ეს პროცესი დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა. ამ პროცესით ისინი ცდილობენ, რომ აფხაზეთის რკინიგზის თემა კარგად შეფუთონ და ისე მოგვახვიონ თავს,” – აცხადებს საზოგადოება “ივერიის” ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაშაკიძე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე და

ამავე თემაზე განცხადება გააკეთა ეკა ტყეშელაშვილმაც. საზოგადოებრივი კვლევების ინსტიტუტის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა მავნებლურ პოლიტიკას ატარებს.

“ჟენევის მოლაპარაკებებიდან რაღაც უცნაურ, გაურკვეველ ფორმატში გაადააქვთ საკითხი, რაც საქართველოსთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, მეტიც, ამ თემას აქვს ფუნდამენტური მნიშვნელობა,” – აცხადებს ეკა ტყეშელაშვილი.

banner
წინა სტატიაშიაბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი შეიცვალა-მაი ფანჯიკიძე
შემდეგი სტატიამმართველი უმრავლესობა 28 თებერვლის რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის მოწვევას არ აპირებს