ეკა ტყეშელაშვილი: ბატონ ბიძინას სურს, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა გაცილებით მჭიდროდ გააკონტროლოს

გიორგი კვირიკაშვილის პირველ განცხადებას ქვეყნის პირველი დიპლომატის რანგში გამოხმაურება მოჰყვა. საგარეო საქმეთა მინისტრმა და ვიცეპრემიერმა პირველივე ბრიფინგზე ყურადღება ევრაზიული სივრცის ათვისებაზე გაამახვილა.

„საქართველოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან ასეთი აქცენტის დასმა შემაშფოთებელია. ეს არ ნიშნავს, რომ ღიად ორიენტაცია შეიძლება სრულად მოხდეს დასავლეთიდან ჩრდილოაღმოსავლეთისკენ, დამაფიქრებელია, როდესაც პრიორიტეტების ასეთ გაშუალედებას აკეთებს. ბატონი გიორგი ბატონ ივანიშვილს კარიერის განვითარების მხრივ დიდი ხანია მოყვება, ამიტომ, შთაბეჭდილება იქმნება, რომ ბატონ ბიძინას სურს, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა გაცილებით მჭიდროდ გააკონტროლოს,”- განაცხადა საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის პრეზიდენტმა, ეკა ტყეშელაშვილმა.

 

banner
წინა სტატიაშიბესლანის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა
შემდეგი სტატიაცენტრალური საარჩევნო კომისია ბრალდებებს პასუხობს