ეკა გიგაური ბიძინა ივანიშვილის კრიტიკის ობიექტი

bidzinaivanishvili2030“არასამთავრობოების ყველაზე აქტიური ნაწილი, რომლებიც წამყვანებად მოიაზრებიან, მაგალითად ეკა გიგაური არის ამის კარგი მაგალითი – ცდილობენ ისევ ნებსით თუ უნებლიედ სიცრუის ტირაჟირებას ახდენენ. ისინი კი გამორიცხავენ “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირს, მარამ “ნაციონალური მოძრაობა” კი არ არის, მთავარია საზოგადოება არ დააბნიონ. ვერც გიგაურმა და ვერც კოჟორიძემ არგუმენტები ვერ მოიტანეს და ვერ უპასუხეს კითხვებს. ეს ფონს აფუჭებს და ასეთი ადამიანები, რომლებიც ობიექტურად წარმოდგებიან, ძალიან აზიანებენ იმ სექტორს, სადაც ისინი თანამშრომლობენ და ამ შემთხვევში არასამთავრობოებს ვგულისხმობს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ეკა გიგუარმა 2012 წლის არჩევნები უფრო პოზიტიურად ასახა, ვიდრე 2013 წელს, ახალი ხელისუფლების პირობებში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები. ივანიშვილის განმარტებით, ეს ყველაფერი აჩენს შეკითხვებს, რა უნდა, რა სურს. “იყო “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გადაღებული ამდენი წამების ფაქტები და ათიათასობით კადრი და ამის ნახვაზე დემონსტრაციულად უარს აცხადებენ და ამბობენ, რომ ისევ გვისმენენ და ასე შემდგომ. საერთოდ ეს სექტორი წარმატებით ვითარდება, მიუხედავად იმისა, რომ ჩნდება კითხვები, რომ ცალკეული ადამინები ობიექტურობას უნდა დაემორჩილონ”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

banner
წინა სტატიაშისომხები ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ოფიციალურ კავშირს ამყარებენ
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი კინორეჟოსორ რეზო ჩხეიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს