ეკა ბესელია – ნაფიც მსაჯულთა სისტემას ხარვეზები აქვს

„ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ და მხოლოდ ილუზია-ეკა ბესელია

ნაფიც მსაჯულთა სისტემას ხარვეზები აქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განუცხადა.

მისი თქმით, ის ამ სისტემის მიმართ თავიდანვე სკეპტიკურად იყოს განწყობილი.

“ამ სისტემას აქვს ხარვეზები და ამის მიმართ თავიდანვე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და იგივე პოზიციაზე ვარ. სისტემას აქვს დადებითი, მაგრამ აქვს უარყოფითი მხარეებიც”, – აღნიშნა ბესელიამ.

მისივე თქმით, ცვლილებები შევიდა და შეიზღუდა ნაფიც მსაჯულთა განსახილველი საკითხები. რაც შეეხება საკითხს, გაუქმდეს თუ არა საერთოდ ნაფიც მსაჯულთა სისტემა, ამ საკითხს მომზადება სჭირდება.

“რაც შეეხება საკითხს, საერთოდ უნდა გაუქმდეს თუ არა, ასე გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება. ეს არის საკონსტიტუციო ჩანაწერი და კონსტიტუციურ ცვლილებას სჭირდება მომზადება და საერთო-სახალხო განხილვა”, – განაცხადა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიდღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების კავშირგაბმულობის დღეა
შემდეგი სტატია“ოლიგარქი ივანიშვილი ძირს უთხრის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას,”- პეტრე ცისკარიშვილი