ეკა ბესელია: მიღებული კანონით მამათმავლობა არ დაგვიკანონებია

ეს არის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა

მიღებული კანონით მამათმავლობა არ დაგვიკანონებია, – აღნიშნული განცხადებით ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ კოლეგას სოსო ჯაჭვლიანს უპასუხა.
როგორც ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, საუბარია ძალიან მგრძნობიარე თემაზე და ეს მკაფიოდ უნდა ითქვას.
ამასთან, ბესელია აცხადებს, რომ ის მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრის იმ ინიციატივას, რომელიც ოჯახთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას ეხება.
როგორც სოსო ჯაჭვლიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ანტიდისკრიმინაციური კანონის მიღებით “პარლამენტმა კენჭი მამათმავლობას უყარა”. ჯაჭვლიანი პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებებს სთავაზობს, რომლის მიხედვითაც, კანონიდან ამოღებული იქნება ტერმინები – “გენდერული იდენტობა” და “სექსუალური ორიენტაცია”.

banner
წინა სტატიაშიდავით საყვარელიძე ოდესის პროკურორად დაინიშნა
შემდეგი სტატიამერაბ ტურავას საკითხი შესასწავლად საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიას გადაეცა