ეკა ბესელია ადასტურებს, რომ გიორგი მოსიძე შესაძლოა “ქართული ოცნების” წევრი გახდეს

მმართველი პარტია “ქართული ოცნება” ახალ სახეებს ეძებს, ინფორმაცია ამის შესახებ “კურიერს” ჯერ დავით საგანელიძემ, შემდეგ კი ეკა ბესელიამ დაადასტურა. ეკა ბესელია აცხადებს, რომ ”რა?სად?როდის?” მოაზროვნეებთან და გადაცემის წამყვან გიორგი მოსიძესთან შეხვედრა მართლაც გაიმართა, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

“მე შემიძლიათ გითხრათ, რომ გიორგი მოსიძე შეიძლება გახდეს “ქართული ოცნების” წევრი, მასთან ერთად კონსულტაციები იმართება სხვა ადამიანებთან, ვაძლიერებთ პარტიას,” – აცხადებს ეკა ბესელია.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მმართველი გუნდი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის არ ემზადება.

banner
წინა სტატიაში„გაზპრომი“ უკრაინას ბუნებრივი აირის შეწყვეტით ემუქრება
შემდეგი სტატიაპარაოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს