ეკა ბესელია:„არავითარი პოლიტიზება ამ პროცესის არ მოხდება”

„ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ და მხოლოდ ილუზია-ეკა ბესელია

საპარლამენტო უმრავლესობა ყოფილი სამართალდამცველების დაკავების პროცესის პოლიტიზებას გამორიცხავს. უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია, მიუხედავად მათი სამსახურებრივი მდგომარეობისა.

„ყველაფერზე მაღლა დგას კანონი და კანონის მოთხოვნა; სამართლიანობის მოთხოვნა და ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი პირი, როგორ თანმდებობაზეც არ უნდა იყოს ის, ვალდებულია გამოცხადდეს და მისცეს ჩვენება. არავითარი პოლიტიზება ამ პროცესის არ მოხდება, ეს არის კანონის მოთხოვნა, რომ ეს უმძიმესი დანაშაულები გაიხსნეს,” – აცხადებს ეკა ბესელია.

უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი თედო ჯაფარიძე კი გამოძიების დასრულებამდე შეფასებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ მას უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა არ სურს.

შეგახსენებთ, ათამდე ყოფილი სამართალდამცველი და სპეცრაზმის თანამშრომელი ამ დრომდე პროკურატურაში იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ვაზაგაშვილის საქმე დღეს გაიხსნება? – ირმა ჭკადუა პროკურატურაში იმყოფება
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა ქვეყანაში არეულობას გეგმავს,” – შს მინისტრი