ეიფელის კოშკი მოსალოდნელი ტერაქტის გამო დაიკეტა

ეიფელის კოშკი მოსალოდნელი ტერაქტის გამო დაიკეტა

eifeliiiiiპარიზში ეიფელის კოშკი რამდენიმე საათით მას შემდეგ დაიხურა, რაც დაცვამ ზურგჩანთიანი მამაკაცი შეამჩნია, რომელიც საეჭვოდ იქცეოდა.
განგაშის სიგნალი დილით ადრე გაისმა. კოშკზე და მის ახლოს მყოფი ტურისტების სასწრაფო ევაკუაცია მოხდა. პოლიციის ტერორიზმთან ბრძოლის სპაციალურმა განყოფილებამ კი ზურგჩანთიანი მამაკაცის ძებნა დაიწყო.
მათი თქმით, მსგავსი პიროვნების პოვნა ვერ შეძლეს.

ეიფელის კოშკი ადგილობრივი დროით 14.45 წუთზე გაიხსნა.

უცნობი მამაკაცის ძებნაში მონაწილეობას იღებდნენ სახანძრო სამსახურებიც. ძებნა ვეტმფრენითაც მიმდინარეობდა.
პოლიციის განცხადებით, შესაძლოა საუბარი იყოს ბეისჯამპერზე, რომლებიც 324 მეტრიანი კოშკიდან პარაშუტით ხტებიან ხოლმე. როგორც წესი, მსგავსი გადახტომები ღამე კეთდება, თვითონ ბეისჯამპერები კი, დაშვებისთანავე ცდილობენ დამალვას, რადგანაც, მსგავსი ქმედება დასჯადია.

banner
წინა სტატიაშიზურაბ მელიქიშვილი: მინისტრის აღიარება, რომ ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ვითარებაა უშედეგო იქნება, თუ ამას მთავრობის მხრიდან რეაგირება არ მოჰყვება
შემდეგი სტატიაციპრასის პარტიამ ისევ გაიმარჯვა