ევროჯგუფმა საბერძნეთის ფინანსური დახმარების პროგრამის გაგრძელებაზე უარი განაცხადა

ინტერნეტში საბერძნეთის ეკონომიკის დასახმარებლად ფულს აგროვებენ

ევროზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები კონსულტაციას გააგრძელებენ, თუმცა უკვე გადაწყვეტილია, რომ ფინანსური დახმარების პროგრამას, რომელსაც საბერძნეთი ითხოვდა, აღარ გაგრძელდება.

სატელეფონო მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, სლოვაკეთისა და ფინეთის ფინანსთა მინისტრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საბერძნეთის დახმარების პროგრამის გაგრძლება შეუძლებელია.

30 ივნისს ათენს საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის 1.6 მილიარდი ევრო ვალი უნდა დაებრუნებინა, რისი საშუალებაც ქვეყანას არ აქვს. ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ ათენი ევროპის სტაბილიზაციის ფონდის ფარგლებში, კრედიტორებთან ახალი, 2-წლიანი ხელშეკრულების დადებას აპირებს, რომელიც საბერძნეთის ფინანსურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა.

თუმცა როგორც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რეფერენდუმის შედეგებამდე გერმანული მხარე ვერცერთ საკითხს ვერ განიხილავს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შემდეგი სტატიასაჯარო რეესტრი სტიქიის ზონის აეროფოტო გადაღებას განახორციელებს