ევროსაბჭო საქართველოს ხელისუფლებას უგულავას პატიმრობის გამო საყვედურობს

ევროსაბჭო საქართველოს ხელისუფლებას უგულავას პატიმრობის და ზოგადად, “წინასწარი პატიმრობის მუდმივად დაუსაბუთებლად გამოყენების” გამო საყვედურობს და მოუწოდებს, “მიმართოს სათანადო ზომებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.”

ამის შესახებ წერია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 586-ე რეზოლუციაში, სადაც საქართველოში წინასწარი დაკავების წესების დარღვევაზეა საუბარი.

როგორც “საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ რეზოლუციის” მეორე მუხლშია  აღნიშნული, „ყოფილი მმართველი გუნდის თითქმის ყველა ლიდერი ან დაკავებულია, ან სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული. ერთ-ერთი მათგანი არის თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, რომელიც 2014 წელს “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა ადგილობრივ არჩევნებში, დააკავეს არჩვენების მეორე ტურის წინა დღეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, რასაც მწვავე კრიტიკა მოჰყვა.”

რეზოლუციაში ასევე მოტანილია სტატისტიკური მაჩვენებლები, რომელიც OSCE/ODIHR-მა საქართველოს მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე  გამოაქვეყნა. ეს არის 14 ყოფილი მაღალჩინოსნისა და პოლიტიკური ფიგურის 327 სასამართლო პროცესის მონიტორინგის შედეგები საქართველოში ხელისუფლების ცვლილების, ანუ 2012 წლის შემდეგ.

“ერთ-ერთი მთავარი შენიშვნა არის მუდმივი და დაუსაბუთებელი გამოყენება წინასწარი პატიმრობისა,” – ნათქვამია რეზოლუციაში, რის საფუძველზეც ევრსობჭო საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციებს აძლევს.

“ჩვენ, ხელმომწერნი, საპარლამენტო ასამბლეის წევრები, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მიმართოს სათანადო ზომებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ასევე მოვუწოდებთ ხელისფლებას, გაატაროს ღონისძიებები ამ დოკუმენტებში აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, განსაკუთრებით, წინასწარი პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით,” – ნათქვამია რეზოლუციაში. 

banner
წინა სტატიაშილევან ვარშალომიძე პეტრე პოროშენკოს მრჩევლად ინიშნება
შემდეგი სტატიაHuman Rights Watch პოლიტიკური პროპაგანდის გავლენის ქვეშაა – სოზარ სუბარი