ევროპის 9 ქვეყანა NATO-ს ჯარებით უსაფრთხოების გაძლიერებას ითხოვს…

რუმინეთის პრეზიდენტის კლაუს იოჰანისის განცხადებით, აღმოსავლეთ ევროპის 9 ქვეყანამ უკვე მიმართა NATO-ს, რათა მათ ტერიტორიებზე ალიანსმა საკუთარი წარმომადგენლობა გააფართოვოს…

იოჰანისი თვლის, რომ ალიანსს საფრთხე ემუქრება როგორც აღმოსავლეთ ევროპის საზღვრებზე, ასევე სამხრეთის ქვეყნებიდან, მათ შორის სირიიდან…

რუმინეთის პრეზიდენტის განცხადდებით, აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებას, მისი ქვეყნის გარდა კიდევ 8 ქვეყანა – ბულგარეთი, ჩეხეთი, სლოვაკია, უნგრეთი, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია და პოლონეთი ითხოვს და ამ ქვეყნების ოფიციალური პოზიცია, ნატოს ხელმძღვანელობას 4 მოემბერს გასამართ სამიტზე გადაეცემა.

Wall Street Journal-ს ცნობით, NATO-ს სამხედრო წარმომადგენლობების გაძლიერებას აღმოსავლეთ ევროპაში, თავად ალიანსის შიგნითაც განიხილავენ და ამ მიმართულებით პირველ რიგში ბალტიისპირეთის სამ ქვეყანაში და პოლონეთში, მზარდი რუსული აგრესიის საფრთხის საწინააღმდეგოდ, ათას-ათას კაციანი ,,ნატოური,, ბატალიონების განთავსებას გეგმავენ.

www.timer.ge 

banner
წინა სტატიაშისაქართველო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს…
შემდეგი სტატიაებრაელმა სამხედროებმა პალესტინელ დემონტრანტს ესროლეს… (ვიდეო)