ევროპის ქვეყნებში უსაფრთხოების მიზნით დაცვა გააძლიერეს

ევროპის ქვეყნებში დაცვა გააძლიერეს. საფრანგეთის შემდეგ უსაფრთხოების დაცვაში არმია ბელგიამაც ჩართო.

გადაწყვეტილება ანტიტერორისტული ოპერაციების შემდეგ მიიღეს, რომელიც ბელგიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში პარალელურ რეჟიმში ჩატარდა.

სამართალდამცველებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 20–ზე მეტი პირი დააპატიმრეს, რომლებიც თავდასხმების სერიას გეგმავდნენ.

ბელგიის ორი მოქალაქეა დაკავებული საფრანგეთისა და იტალიის საზღვარზე. მათ მასშტაბური ოპერაციის დროს ბელგიიდან გაქცევა მოახერხეს და იტალიაში გადასვლას ცდილობდნენ.

უსაფრთოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს დიდ ბრიტანეთშიც, სადაც ებრაული რელიგიური ობიექტების დაცვაა გააძლიერებული.

banner
წინა სტატიაშიადრიატიკის ზღვაში დაღუპული მამა ილია კარტოზიას ცხედარს საქართველოში ხვალ გადმოასვენებენ
შემდეგი სტატიაერდოღანმა სარგსიანი თურქეთში დაპატიჟა