ევროპელები ლტოლვილი ბავშვის წამებისთვის უნგრელი ჟურნალისტის დასჯას ითხოვენ… (VIDEO)

,,ლტოლვილი ბავშვის წამება,, ასე აფასებენ ევროპელები მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებს, სადაც უნგრეთში ადგილობრივი ჟურნალისტი ქალბატონის მიერ ჩადენილი ბოროტი ხულიგნობის ფაქტია ასახული… კერძოდ, უნგრელმა ჟურნალისტ-ოპერატორმა, გაქცეულ მიგრანტ მამაკაცს, რომელსაც ხელში მცირეწლოვანი ბავშვი ეჭირა, ფეხი დაუდო და ბავშვიადად მიწაზე დაანარცხა…

შემთხვევა ქალაქ სეგედაში სერბეთ-უნგრეთის საზღვარზე მოხდა. გერმანული მედიის ცნობით, პროკურატურას ორმა უნგრულმა პარტიამ მიმართა თხოვნით, რომ ფაქტი გამოიძიონ.

გამოძიების დაწყების ძირითადი მიზეზი კი – ვიდეორგოლი გახდა, რომელმაც ხალხში აღშფოთება გამოიწვია და სადაც ჟურნალისტის მიერ ჩადენილი ბოროტი ქმედება არის დაფიქსირებული. აღსანიშნავია, რომ ამ ვიდეოკადრებმა უნგრელების გარდა, დანარჩენი ევროპული ქვეყნების მოსახლეობაც აღაშფოთა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ვიდეოს ანტიგმირი, ინტერნეტ არხის N1-TV ჟურნალისტ-ოპერატორი ქალბატონი,  ერთხელ უკვე გამოგდებული ყოფილა სამსახურიდან უღირსი საქციელის გამო.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშირუსი პროგრამისტის თავს იტალიელი და ჩინელი ექიმები გადანერგავენ
შემდეგი სტატიარუსეთმა სირიის საზღვრებთან წვრთნები დაიწყო…