ევროპა ტერაქტების მოლოდინში… დანიაში დაიწყო

330x220_579754დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, ბოლო სამი დღის განმავლობაში, უცნობი ტერორისტების მხრიდან ზედიზედ სამი თავდასხმა მოხდა, რომელსაც ორი სამართალდამცავი შეეწირა და ათამდე ადამიანი დაჭრილია.

13 თებერვალს, პირველი თავდასხმის დროს  უცნობმა მარტოხელა-ტერორისტმა კაფე ,,კრუტდენტენზე,, თავდასხმისას სამი პოლიციელის დაჭრა და მიიმალა.

14 თებერვალს, ასევე კაფეში , ,,შარლი ებდოს,, სკანდალურად ცნობილი შვედი კარიკატურისტის ლარს ვიკსის სიტყვით გამოსვლისას, კაფეს ორი უცნობი ტერორისტი დაესხა თავს. ტერორისტების მიერ გახსნილ ცეცხლს, კაფეს ერთი მცველი შეეწირა და სამი პოლიციელი კი დაიჭრა.

15 თებერვალს  კოპენჰაგენის ცენტში მდებარე სინაგოგასთან, უცნობმა მამაკაცმა სინაგოგის დაცვას გაუხსნა ცეცხლი. შედეგად ერთი მცველი მოკლულია და ორი დაჭრილი. ტავდასხმის განმეორების შიშით, მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, კოპენჰაგენის არც ერთი ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებული არ არის.

ისრაელის დაზვერვამ ,,მოსადმა,, ევროპა მოსალოდნელი ათი ტერაქტის გამო გააფრთხილა, რასაც ევროპული სპეცსამსახურები, კოპენჰაგენის ტერაქტების სერიის მერე ძალიან სერიოზულად აღიქვამენ. მოსალოდნელი ტერაქტების გამო,  ბევრ ქვეყანაში უკვე გამოცხადებულია განგაშის უმაღლესი დონე.

ტერაქტის საფრთხესთან დაკავშირებით, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ მასობრივი სახალხო ღონისძიებებიც კი გააუქმა. ასე მაგალითად გერმანიაში, ბრაუნშვეიგის ტრადიციული კარნავალი გაუქმებულია.

banner
წინა სტატიაშიანგელა მერკელი ნობელის პრემიაზე წარადგინეს
შემდეგი სტატიაუკრაინაში კვლავ ომია