,,ევროპა საბერძნეთს ცხვირში ამოადენს ამ ნაბიჯს, ოღონდ ბოლომდე არ გაწირავს,,

,,სულ მცირე ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველობის მოსალოდნელი წართმევით დაგრუზულმა ამაყებმა ტანსაცმელი შემოვიხიეთ, როცა ობამამ 37 შტატში კარგა ხნის წინ შემოღებული კანონი დარჩენილ 13 შტატშიც დააკანონა და ეხლა ახალი მიზეზი გაჩნდა საერთაშორისო მასშტაბის ციციკორეებისთვის, ამჯერად საზეიმო – საბერძნეთის გადაწყვეტილება: არა ევროკავშირს…
რა თქმა უნდა, ნებისმიერი ქვეყნის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ, მოგვწონს ჩვენ ეს თუ არა, მაგრამ რამდენიმე კითხვას დავსვამ:
1. როცა სარწმუნოება და მართლმადიდებლობა მაშინ გახსენდება, როცა ვალი გაქვს გადასახდელი, თან შენ, ხელისუფალი, ხალხს აკისრებ ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას და რეფერენდუმის გზით მოვალეების “გადაგდების” გადაწყვეტილებას იღებ, რა ერთმორწმუნეობაზეა აქ საუბარი?!
2. “ერთმორწმუნე” რუსეთს რომ ეს გაუხარდა, გასაგებია – მან მშვენივრად იცის, რომ რწმენა აქ არაფერ შუაშია და ამ ეტაპზე საბერძნეთის გადაწყვეტილება, თუ მთლად მისი ნაკარნახევი არ არის, პოლიტიკურად აწყობს;
3. საბერძნეთი, რომელიც მთელი ეს პერიოდი “ევროკავშირის” სათრევი იყო, თავისი გადაწყვეტილებით ამ კავშირს რომ ვერ დაანგრევს, ფაქტია. თუ რუსეთის დახმარების იმედი აქვს, მაშინ კლინიკაა უკვე, რადგან რუსეთის იმედი მოსკოვის ფეშენებელურ უბნებს იქით არავის აღარა აქვს;
4. ევროპა საბერძნეთს აზღვევინებს და ცხვირში ამოადენს ამ ნაბიჯს, ოღონდ, რა თქმა უნდა, ბოლომდე არ გაწირავს, რადგან საბერძნეთი, ჩვენგან განსხვავებით, ტერიტორიულად ევროპაა;
5. ხოდა ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ რა გვიხარია, ჩვენ???
ჩვენ, რომლებიც უკვე მერამდენედ, სამარცხვინოდ რუსეთის პოზიციას ვიკავებთ, თან ამ პოზიციით ვერავის ვერაფერს ვაკლებთ, საკუთარი თავის გარდა!
ჩვენ, რომლებიც, დიდი ვარაუდით, ჩვენი ამგვარი პოლიტიკით, რუსეთის გავლენის სფეროში ვრჩებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში უვიზო მიმოსვლის დიადი პერსპექტივით!
ერთადერთი, რაც უნდა გაგვიხარდეს ალბათ, ისაა რომ ჩვენს იდიოტიზმში მარტო არ ვყოფილვართ და “ერთმორწმუნე” რუსეთს ჩვენთან ერთად მოვალეების გადამგდები საბერძნეთიც ამოუდგა მხარში. მაგრამ ეს სიხარულიც დროებითია, რადგან, ჩვენგან განსხვავებით, საბერძნეთს, როგორც ტერიტორიულად ევროპას, დასავლეთი პოლიტიკურად საბოლოოდ არ გაწირავს, სასტიკად დასჯის, მაგრამ არ გაწირავს.
ჩვენ რა გვიხარია, ამაყო, საკუთარი საქმის გარდა ყველასთვის და ყველაფრისთვის მოცლილო ქართველებო?!
სტატუსი: ჩინურია მათთვის, ვისაც ის ვერ გაუგია, რომ სააკაშვილის სიძულვილით რუსეთ–უკრაინის ომში რუსეთის პოზიცია არ უნდა დაიჭირო და რუსული ინტერესები არ უნდა გაახმოვანო! ამით ვერავის ვერაფერს დააკლებ საკუთარი უტვინო თავის გარდა!,, წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში…

banner
წინა სტატიაში“გლობალ ალიანსის” ექსპერტები ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმების განხორციელებაში დაეხმარებიან
შემდეგი სტატიაპაციენტს ოპერაციაზე შეყვანისთანავე გული გაუჩერდა