ევროპარლამენტმა თავის ასამბლეაზე თავისუფალი წვდომა შეუზღუდა ევროკავშირში რუსეთის მუდმივ წარმომადგენელს ვლადიმერ ჩიჟოვს…
ასეთი გადაწყვეტილება, ევროპარლამენტის თავმჯდომარის მარტინ შულცის პრეს-სამსახურის განმარტებით, მიღებული იქნა რუსული ,,შავი სიის,, (რუსეთში შესვლაზე აკრძალვა დადებულ პირთა სია) საპასუხოდ.
როგორც ცნობილია, გასულ პარასკევს რუსეთმა გამოაქვეყნა იმ ევროპელი პოლიტიკოსებისა და სამხედრო სარდლობის 89 კაციანი სია, რომლებსაც რუსეთსი შესვლა ეკრძალებათ. ევროპის საგარეოპოლიტიკურმა უწყებამ, აკრძალვას თვითნებური და დაუსაბუთებელი ზომა უწოდა.