ევროპარლამენტარებმა მატროსოვის ციხეში მყოფი ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა და ბაჩო ახალაია მოინახულეს

ევროპარლამენტარებმა მატროსოვის ციხეში მყოფი ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა და ბაჩო ახალაია მოინახულეს

mtrosoviსაქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპარლამენტარებმა მატროსოვის ციხეში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნები – ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა და ბაჩო ახალაია მოინახულეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპარლამენტის დეპუტატებმა წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დაკავების პროცესში არსებულ სავარაუდო პოლიტიკურ მოტივებსა და შესაძლო შერჩევით სამართალზე ისაუბრეს.

“მე იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს სამართლიანობა გაიმარჯვებს. იმედია, რომ სასამართლო სისტემის ცვლილება, საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილებები დაეხმარება ამ პროცესს. ვფიქრობ, ქვეყნისთვის კარგი იქნება, თუ შერჩევითი სამართლის ასეთი ნიშნები გაქრება. თქვენმა ქვეყანამ ბევრ სფეროში პროგრესს მიაღწია და შერჩევითი სამართლის ნიშნები ამას აზიანებს. იმედია, მათ ექნებათ სამართლიანი შანსი, რომ საკუთარი საქმეები მოიგონ,” – განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა ელმარ ბროკმა.
თავის მხრივ კი, დეპუტატი გაბრიელუს ლანსბერგისი ამბობს, რომ ბაჩო ახალაიას მდგომარეობა “არ არის კარგი”.

“მე შევხვდი ბაჩო ახალაიას. ის არ გამოიყურება კარგად, მაგრამ ამბობს, რომ კარგ მდგომარეობაშია და მისი უფლებები არ ირღვევა. კითხვები, რომელიც სასამართლოს სხდომებს და მის ბრალს უკავშირდება, ისევ არსებობს. არის ეჭვი იმისა, რომ მათი დაპატიმრება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. ჩვენ ამ საკითხებს პრეზიდენტსა და პრემიერს გავაცნობთ,” – აცხადებს გაბრიელუს ლანსბერგისი.
დღეს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა პირველი შეხვედრა საქართველოს საგარეო უწყებაში გამართეს. ისინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდნენ.
ევროპარლამენტის წევრები ხურვალეთშიც ჩავიდნენ, სადაც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას პირადად გაეცნენ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩას დღეიდან ბუნებრივი აირი მიეწოდება
შემდეგი სტატიამესტიის მუნიციპალიტეტში დასუფთავების სამსახური მუშაობის 24 საათიან რეჟიმში გადავიდა