ევროკომისიის ხელმძღვანელი ევროპული არმიის შექმნის ინიციატივით გამოდის

,,ევროპისათვის აუცილებელია შექმნას საკუთარი არმია, რომ დაიცვას თავისის ინტერესები,, განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა.

,,ასეთი არმია დაგვეხმარებოდა საერთო საგარეო პილიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირებაში იმისათვის, რომ შეთანხმებულად ავიღოთ ევროპაზე პასუხისმგებლობა მთელს მსოფლიოში.,, აღნიშნა იუნკერმა

,,ევროკავშირს არმია ჭირდება არა იმისათვის, რომ მაშინათვე ჩართოს მოქმედებებში, არამედ იმისათვის, რათა რუსეთი მიხვდეს, რომ ევროკავშირის ფასეულობების დაცვას სერიოზულად ვუყურებთ,, განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა, რომელსაც მიაჩნია, რომ ევროკავშირს  არმია საკუთარი საზოგადოების და მეზობელი ქვეყნების საფრთხეებზე რეაგირებისათვის ჭირდება.

banner
წინა სტატიაშიბელკოვსკი: პუტინმა აშშ-ს მიერ იარაღით მომარაგებაზე რომ გაიგოს, ხარკოვს აიღებს
შემდეგი სტატიადიმიტრი პესკოვი: მე პრეზიდენტის საქმეები მეხება და არა მისი შვილების