ევროკავშირში საქართველოს ელჩი ელოდება, რომ ეკონომიკურ დიალოგს მეტი ყურადღება დაეთმობა

ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი ნატალი საბანაძე იმედს გამოთქვამს რომ ახალი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმ საგარეო კურსს გაგრძელებს, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული.

“შეფასება ჯერ კიდევ ადრეა, თუმცა როგორც ეკონომიკის მინისტრი იგი იყო წარმატებული. ველოდები, რომ საგარეო მიმართულებითაც იგივე იქნება , ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება და გაღმავდება. მოლოდინი მაქვს, რომ ევროატლანტიკური კუთხით ცვლილებები ქვეყნის სტრატეგიაში არ იქნება და პირიქით კიდევ უფრო გაიზრდება. კავშირები, რომელიც აქვს ქვეყანას კიდევ უფრო გაღმავდება”- განაცხადა ნატალი საბანაძემ.

იგი ასევე ელოდება, რომ კვირიკაშვილის მოღვაწეობის პერიოდში ეკონომიკურ დიალოგს მეტი ყურადღება დაეთმობა. მისივე თქმით, არსებობს კონკრეტული რეალური გეგმა, რომ ამ წლის ბოლომდე უნდა მოხდეს საბოლოო შეფასება, თუ რა პროგრესს მიაღწია საქართველომ. თუ იქნება დადებითი შეფასებ,ა ევროკავშირი ასეთ შემთხვევაში საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილებას მიღებს და მომავალს წელს მოხდება უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: ევროატლანტიკური ალიანსის გარდა მსოფლიოში ბევრი რამ ხდება
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: უნდა გავაგრძელოთ და გავაღრმავოთ ურთიერთობები ჩინეთთან, აზიის ქვეყნებთან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან