ევროკავშირმა მწერების საკვებად გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები შეისწავლა

ევროკავშირმა მწერების საკვებად გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები შეისწავლა

ევროკავშირმა მწერების საკვებად გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები შეისწავლაევროკავშირის სავაჭრო უსაფრთხოების უწყებამ საკვებში მწერების გამოყენების პერსპექტივებსა და რისკებზე მოხსენება გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ დედამიწაზე დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანი რეგულარულად იკვებება მწერებით. ევროკავშირის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ, საკვებად ვარგისი მწერები ცილების დიდ მარაგს, ცხიმებს, ვიტამინებს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავენ დედამიწაზე მზარდი მოსახლეობისთვის.
“მწერების მეურნეობისათვის” რისკის ხარისხი მომხმარებლებისთვის, მხოლოდდამხოლოდ ის არის, თუ რა ტიპის შხამ-ქიმიკატებს გამოიყენებენ მეურნეები მათ გასამრავლებლად.
“მწერების ფერმერული მეურნეობები ეფექტური და ეკონომიური იქნება” – წერენ ნაშრომის ავტორები: საკვების და წყლის მცირეოდენი მარაგით შესაძლებელია მწერების “დიდი მოსავალის” მიღება.
მოხსენების თანახმად, სხვადასხვა ქვეყნებში დაახლეობით 1900-მდე სახეობის მწერებს იყენებენ. ევროკავშირში შესაძლებელია მოთხოვნა ბუზზე, ჭიებზე, კალიებზე და მსგავსზე გაჩნდეს.

banner
წინა სტატიაშიმოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სასწავლო წლის ტრადიციული საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართა
შემდეგი სტატიასირიელმა ამბოხებულებმა ირანის არმიის ელიტური გენერალი მოკლეს