ევროკავშირმა და საბერძნეთმა შეთანხმებას მიაღწია

ევროკავშირმა საბერძნეთისთვის მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში ფინანსური დახმარების გაგრძელებაზე გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში ევროკავშირი საბერძნეთის ფინანსურ დახმარებას გააგრძელებს. საბერძნეთი კი გააგრძელებს სტრუქტურული რეფორმების გატარებას.

ათენი ევროკავშირს 23 თებერვალს რეფორმების შესახებ თავის წინადადებებს წარუდგენს.

ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრის და ევროჯგუფის ხელმძღვანელის, იერუნ დეისელბლუმის განცხადებით, ათენი პირობას დებს, რომ ვალებს გადაიხდის და ყველა აღებულ ვალდებულებას შეასრულებს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა დონბასში სამშვიდობო ჯარის განთავსებას ითხოვს
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინისტროში გაჩერებული მშენებლობებისთვის დაგეგმილ საგადასახადო შეღავათებზე ისაუბრეს