ევროკავშირი ბელოსრუსს სანქციებს შეუჩერებს

ევროკავშირი ბელოსრუსს სანქციებს შეუჩერებს

არავინ ჩვენი ტერიტორიიდან არასდროს შეუტევს უკრაინასევროკავშირი გეგმავს ბელორუსს სანქციები 4 თვით შეუჩეროს. გადაწყვეტილება ძალაში 11 ოქტომბრის შემდეგ შევა.

“ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი ქცევის მიუხედავად, ქვეყნისთვის სანქციების 4 თვით მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება ორშაბათს შევა ძალაში. ევროკავშირმნა პოლიტპატიმტრების გათავისუფლებაზე შესაბამისი რეაქცია უნდა გამოხატოს” – ამბობს ევროკავშირის “დოიჩე ველეს” წყარო. მეორე წყაროს ცნობით, კი, როგორც გამოცემა იუწყება, ევროკავშირი აძლიერებს იმ აზრს, რომ ქვეყნისთვის, რომელსაც “ევროპის უკანასკნელი დიქტატორი მართავს”, ევროკავშირის კარები ღიაა.
გერმანული საინფორმაციო სააგენტო AFP-ს ცნობით, სანქციები მოეხსნებათ ევროკავშირის “შავ სიაში” მყოფ 150 პირს, მათ შორის ქვეყნის პერზიდენტს ლუკაშენკოს. მათ 11 ოქტომბრიდან თებერვლის ბოლომდე თავისუფლად შეეძლებათ ევროკავშირში გადაადგილება და საბანკო ოპერაციების განხორციელება. რამდენიმე ბელორუსულ კომოანიას კი შესაძლებლობა ექნება ევროპული დაფინანსებსა მოიპოვოს.

banner
წინა სტატიაში“მთავრობა ცაში დაფრინავს და თავისი არაკომპეტენტურობით უკვე სახიფათო ხდება ქვეყნისათვის”
შემდეგი სტატია,,ეს შენი ცხოვრებაა, ეს შენი მომავალია”- ასოციაცია ჰერა XXI-მ ,,რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვირეული” ჩაატარა