ევროკავშირი აფრიკელი მიგრანტების მიღებაზე კვოტების შემოღებას გეგმავს

migrants2ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების დასაცავად ევროკომისიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ლტოლვილების მიღების კვოტური სისტემა შესთავაზა.
გაეროს მონაცემებით, მიმდინარე წელს უკვე 60 ათასი მიგრანტი შეეცადა ევროპის საზღვარი გადაელახა, რაც 20-ჯერ მეტია, ვიდრე გასული წლის მონაცემები. ასევე გაზრდილია ზღვაზე დაღუპული მიგრანტების რაოდენობა – 1800 ადამიანი იანვრის შემდეგ.
ევროკომისიის მიერ სამიგრაციო პოლიტიკაში შესატანი ცვლილებები ასევე იურიდიულ დახმარებას გულისხმობს. გაიზარდა მიგრანტების მიერ დამნაშავეებთან მიმართვის შემთხვევები.
გეგმის დასამტკიცებლად ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის თანხმობაა საჭირო. ევროპის ლიდერები ცვლილებებს ივნისის ბოლოს დაგეგმილ სამიტზე განიხილავენ.
ახალი გეგმა, რომელიც კვოტების სისტემას უნდა დაეყრდნოს, არ იქნება მარტივი, ფიქრობენ დიდ ბრიტანეთში.
კვტების დაწესებისას გათვალისწინებული იქნება ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ქვეყნის მოსახლეობა, ეკონომიკური მაჩვენებლები და უკვე ქვეყანაში მყოფ მიგრანტთა რაოდენობა.
გერმანია, რომელმაც 2015 წელს უკვე 200 000 მიგრანტი მიიღო, სრულად ეთანხმება ევროკომისიის გეგმას.
ღონისძიებები მიმართულია მიგრანტების ხმელთაშუა ზღვაზე დასაცავად.
დღეს საგარეო საქმეთა უსაფრთხოების წარმომადგენელმა ევროკავშირში ფედერიკა მოგერინმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიმართა თხოვნით, რომ ადამიანებით მოვაჭრეების წინააღმდეგ სამხედრო ძალების გამოყენებაზე უფლება დართონ. გაეროს მანდატის გარეშე ნებისმიერი მცდელობა გააჩერონ ან გაანადგურონ მოვაჭრეების ნავები და კატერები, არაკანონიერი იქნება.
გაეროში ლიბიის მუდმივმა წარმომადგენელმა იბრაჰიმ დაბაშმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა წინააღმდეგია ნებისმიერი სახის სამხედრო აქტის. „ევროკავშირს აღნიშნულ საკითხზე კონსულტაცია არ გაუმართავს ლიბიასთან. ჩვენთვის ინფორმაცია არავის მოუწოდებია გეგმებზე, ან სამხედრო ოპერაციის მასშტაბზე ჩვენს ტერიტორიულ წყლებში. ჩვენ ეს ძალიან გვაშფოთებს“ – ამბობს დაბაში.
„ამნესტი ინტერნეიშენალმა“ ინიციატივასთან დაკავშირებით თქვა, რომ მსგავსი ღონისძიებები ლიბიაში მიგრანტების მდგომარეობას საგრძნობლად გააუარესეს.
ორგანიზაციის მოხსენებაში „ლიბია სისასტიკით სავსეა“ ათობით მიგრანტის მონათხრობია მოცემული, სადაც ისინი გატაცებებზე, გაუპატიურებებსა და სხვა სახის ძალადობაზე საუბრობენ.
მოხსენებაში საერთაშორისო თანამეგობრობბას მოუწოდებენ, რომ მიგრანტების დასაცავად ღონიძიებები გააფართოვონ.

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყებამ უნდა დააყენოს თუ არა გერმანელი ბიზნესმენების სამართლებლივი დევნის საკითხი?
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: რუსეთი გაღიზიანებულია იმით, რომ საქართველო საერთოდ არსებობს