ევროკავშირის წარმომადგენელმა რაულ კასტროსთან მოლაპარაკება გამართა

ევროკავშირის წარმომადგენელმა რაულ კასტროსთან მოლაპარაკება გამართა

უცხოურ საქმეებში და უსაფრთხოების პოლიტიკაში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინმა ჰავანაში კუბას სახელმწიფო საბჭოს მეთაურთან რაულ კასტროსთან მოლაპარაკებები გამართა.

მოგერინი ერთადერთი მაღალჩინოსანია ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, რომელიც ევროპიდან კუბაში მოლაპარაკებებზე ჩავიდა.

შეხვედრის მთავარი თემა ბრიუსელსა და ჰავანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაა. მოგერინის თქმით, წლის ბოლოსთვის ორივე ქვეყანა იმედს გამოთქვამს, რომ დაიწყება ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი და თანამშრომლობა.

22 აპრილს ბრიუსელს კუბას დელეგაცია ეწვევა კუბას საგარეო საქმეთა მინისტრის ბრუნო როდრიგესის მეთაურობით.

კუბამ ბოლო პერიოდში აშშ-სთან ურთიერთობის მოწესრიგება დაიწყო და მოგერინის ვიზიტი შესაძლებელია ევროპასთან ურთიერთობის მოგვარების პირველ ეტაპად ჩაითვალოს.

banner
წინა სტატიაშიმეცნიერები: ინსულტი დაბინძურებულ ჰაერს უკავშირდება
შემდეგი სტატია„ისლამურმა სახელმწიფომ“ ლიბანში ორი ტყვე გაანთავისუფლა