ევროკავშირთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას აშშ-ც გეგმავს

თეთრმა სახლმა საბერძნეთს და ევროკავშირს კომპრომისისკენ მოუწოდა

ევროკავშირთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას აშშ-ც გეგმავს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ბარაკ ობამა ტელეფონით გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს ესაუბრა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა კონკრეტული სადამსჯელო ზომების მიღებას გეგმავს ვაშინგტონი. თუმცა, ჯოშ ერნესტის თქმით, ამერიკული მხარე მუშაობს იმაზე, რომ სანქციები მაქსიმალურად ეფექტური იყოს.
მოსკოვის წინააღმდეგ სადამსჯელო ზომების გამკაცრება კვლავ აქტუალური გახდა დონბასში მიმდინარე მოვლენების გამო.

banner
წინა სტატიაშიევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ეროსი კიწმარიშვილის საქმე მოხვდა
შემდეგი სტატიაამერიკის ელჩი საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს აფასებს