“ევროინტეგრაციის კუთხით 3 წელია მთავრობას არაფერი გაუკეთებია, ინერციით მიდის ქვეყანა”

ეს განცხადება თოქ-შოუ არჩევანში ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა

“ევროინტეგრაციის კუთხით 3 წელია მთავრობას არაფერი გაუკეთებია, ინერციით მიდის ქვეყანა,”- ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ ახალი პოლიტიკური ცენტრის წევრმა და დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა.

ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ საქართველოს პრობლემები როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთაც აქვს.

ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა უფრო აქტიური უნდა იყოს როგორც ნატოსთან ასევე ევროკავშირთან მიმართებაში.

“როდესაც საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობს შესაცვლელია საქართველოს ხელისუფლების მიდგომა რადიკალურად შესაცვლელია. საჭიროა უფრო აქტიური პოლიტიკა როგორც ნატოსთან ისე ევროკავშირთან მიმართებაში. ამ მხრივ მთავრობას ბოლო 3 წელია არაფერი არ გაუკეთებია და ეს არის ინერცია რაც წინა წლებში კეთდებოდა. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა,”- აცხადებს ახალი პოლიტიკური ცენტრის წევრი და დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს მთავრობა იქცევა, როგორც რუსეთის სატელიტი”, – გიორგი კანდელაკი
შემდეგი სტატია“თუ ოდნავ გადავუხვიეთ ევროინტეგრაციის გზიდან, ყველაფერი უკუღმა წავა”