საბერძნეთში გამართული რეფერენდუმის პირველადი ოფიციალური მონაცემები ვრცელდება. 541 ათასი ბიულეტენის დათვლის საფუძველზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 59,8 %-მა საბერძნეთის კრედიტორებს მოთხოვნაზე უარი განუცხადა, 40,2 % კი თანახმაა, რომ საბერძნეთმა საერთაშორთაშორისო კრედიტორების მოთხოვნები შეასრულოს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები საბერძნეთის საკითხის განსახილველად 6 ივნისს შეიკრიბებიან. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საბერძნეთის რეფერენდუმის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ორშაბათს პარიზში იმსჯელებენ.
პირველადი ცნობით, დღევანდელ რეფერენდუმში მონაწილეობა ამომრჩეველთა დაახლოებით 50 %-მა მიიღო.