ეგზიტპოლების შედეგების თანახმად დევიდ კამერონის კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა

6246BBC-ს მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, დიდ ბრიტანეთში გამართულ არჩევნებზე მოქმედი პრემიერის, დევიდ კამერონის კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. ეგზიტპოლის თანახმად, მან 650 ადგილიან თემთა პალატაში 316 მოიპოვა. მეორე ადგილზე ლეიბორისტები გავიდნენ, რომლებსაც 239 მანდატი ერგებათ. მესამე ადგილზე 58 ადგილით შოტლანდიის ეროვნულ პარტიაა.

ეგზიტპოლის თანახმად, ლიბერალ-დემოკრატებს 10 ადგილი ერგებათ, უელსის ნაციონალურ პარტია Plaid Cymru-ს 4, და ორ ორი – ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიას (UKIP) და მწვანეთა პარტიას.

ამ შემთხვევაში, კონსერვატორები დამოუკიდებლად უმრავლესობას ვერ შექმნიან და სხვა ძალებთან ალიანსზე მოლაპარაკება მოუწევთ.

banner
წინა სტატიაშიგალუსტ სააკიანი: საქართველოს სომხეთისაგან არანაირი პასუხი არ მოუთხოვია
შემდეგი სტატიალარი გაუფასურებას განაგრძობს