ეგვიპტის ექსპრეზიდენტ მუჰამედ მურსის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს…
ასეთი განაჩენი მურსის, დღეს ქაიროს სასამართლომ გამოუტანა.
სასამართლომ მსგავსი განაჩენი მუჰამედ მურსის და დაჯგუფება ,,ძმები მუსლიმების,, რამდენიმე ლიდერს, ორი ბრალდების გამო გამოუტანა… პირველი: სახელმწიფოს ღალატი და უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობა და მეორე: ,,ძმები მუსლიმების,, მასობრივი გაქცევა ციხიდან 2011 წლის იანვრის რევოლუციის დღეებში.
არსანიშნავია, რომ ეგვიპტის კანონმდებლობით, სასიკვდილო განაჩენი სისრულეში მოსაყვანად, ქვეყნის უმაღლესმა მუფტიმაც უნდა დაადასტუროს.