ეგვიპტემ გაზის გიგანტური საბადო აღმოაჩინა… რაც რეგიონში ცვლილებებს გამოიწვევს

egipt-gazეგვიპტური მედიის ცნობით, ეგვიპტურ სახელმწიფო კომპანიაზე მომუშავე იტალიურმა კონცერმა Eni-მ, ეგვიპტის სანაპიროსთან, ზღვაში გიგანტური გაზის საბადო აღმოაჩინა…

ხმელთაშუა ზღვაში, ეგვიპტის ტერიტორიულ წყლებში, 100 კვადრატული კილომეტრის ფართობზე და 1450 მეტრის სიღრმეში აღმოჩენილი საბადოს მოცულობა, სპეციალისტების გათვლით – 850 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს შეადგენს და ის, ამ რეგიონში უდიდესია დღემდე არსებულ საბადოებს შორის.

გაზის საბადოს აღმოჩენის გამო სიხარულს ვერ ფარავენ ეგვიპტის ხელისუფლებაში, რადგან ეს ქვეყანა ათეული წლების განმავლობაში ისრაელის გაზზე იყო დამოკიდებული და ეგვიპტელთა აზრით, ისრაელი ამ რესურს პოლიტიკური ზეწოლისათვის იყენებდა მეზობელი სახელმწიფოს მიმართ… ,,ახალი აღმოჩენით, ეგვიპტე არამხოლოდ ეკონომიკურად, არამედ პოლიტიკურადაც წელში გაიმართება,, თვლიან ეგვიპტელი ექსპერტები.

დასაველი ექსპერტების აზრით, ამერიკა-ირანის ურთიერთობათა დათბობის ფონზე, ბაზარზე ირანული გაზის დაბრუნებასთან ერთად, ახლად აღმოჩენილმა ეგვიპტური გაზის მარაგმა შესაძლებელია რეგიონში არამხოლოდ გაზის ფასზე იმოქმედოს, არამედ გარკვეული პოლიტ-ორიენტაციული ცვლილებებიც გამოიწვიოს.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშისასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ ნოდარ ნასარიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
შემდეგი სტატიათბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება