ებოლას ვირუსის ერთ-ერთ მძიმე უბანზე ქართველი ექიმიც მუშაობს

პაატა იმნაძე

სიერა ლეონეში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით, ქართველი ექიმი ებოლას ვირუსის წინააღმდეგ მუშაობს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არჩილ ლავრადაშვილი სიერა ლეონეში ერთ-ერთ მძიმე უბანზე უკვე ორი კვირაა, იმყოფება.

პაატა იმნაძემ საქართველოში ებოლას ვირუსის საფრთხეებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მხრივ საქართველოს საფრთხე არ ემუქრება, რადგან ქვეყანას არ აქვს ამ ქვეყნებთან ხშირი კონტაქტი და ურთიერთობა.

“საქართველოში ებოლას ვირუსის რისკის შემცველ ჯგუფებზე მეთვალყურეობის პერიოდი უკვე გასულია. შესაბამისად, საქართველოში ებოლას ვირუსის გავრცელების კუთხით საფრთხე არ არსებობს”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშიყაზბეგში პროდუქტების შეტანა ამინდის გაუმჯობესების შემდეგ გახდება შესაძლებელი
შემდეგი სტატიაქრისტეშობის დღესასწაული ავღანეთში