“დღეს, როცა ქალაქი საცობებით სავსეა, გზის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა უნდა დაიწყოს

ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს ჯეიმს აპატურაი

ვაკე-საბურთალოს ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტის ავტორის, თამაზ შილაკაძის აზრით ის, რაც პირველ რიგში დროულად უნდა გაკეთდეს, დაზიანებული გზის აღდგენაა , – ამის შესახებ შილაკაძემ ჟურნალისტებს გუშინ, სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის სხდომის შემდეგ განუცხადა, სადაც მსჯელობა ვერეს ხეობის შესწავლის და აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების საკითხებზე წარიმართა.

“ჩემი აზრით, ხვალიდანვე უნდა დაიწყოს გზის აღდგენის პროცესი. ქალაქი ტრავმირებულია და მოძრაობა უნდა აღდგეს. შემდგომ პერსპექტივაში შეიძლება უფრო უკეთესი კონსტრუქციის გზის მოძებნა, მაგრამ დღეს, როცა ქალაქი გაჭედილია და საცობებით სავსეა, გზის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა უნდა დაიწყოს”, – აცხადებს შილაკაძე.

შილაკაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სტიქიის შედეგად 16 მეტრის სიმაღლის ღვარცოფი წარმოიქმნა, რომელსაც ვერაფერი გაატარებდა.

banner
წინა სტატიაშიმოგვიწევს თუნდაც დროებით, მაგრამ მაინც ამ გზის აღდგენა–ნოდარ ჯავახიშვილი
შემდეგი სტატიაზურაბ გურიელიძე: ცხოველის გვამი ძალიან ჰგავდა აფთარს, მაგრამ არ აღმოჩნდა აფთარი