დღეს “ნორმანდიული ოთხეულის” სატელეფონო საუბარი გაიმართება

უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებს შორის უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით დღეს სატელეფონო საუბარი შედგება.

ამის შესახებ BBC ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის, ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.

მისი ინფორმაციით, ოთხი ქვეყნის პირველი პირი დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განხორციელების საკითხზე ისაუბრებენ.

“ნორმანდიული ოთხეულის” ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი გუშინ იყო დაგეგმილი, თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიდო.

“მინსკი2”-ის შეთანხმებიდან დღეს ერთი კვირა შესრულდა. მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, პრორუსი სეპარატისტები ცეცხლს არ წყვეტენ. ამასთან, ნატო-ს მონაცემებით, ამ ტერიტორიაზე რუსული შეიარაღება გაიზარდა. თუმცა, ოფიციალურ მონიტორებს ამ ტერიტორიაზე პრორუსი სეპარატისტები ისევ არ უშვებენ.

banner
წინა სტატიაშიკულტურის სამინისტროს საგანგებო განცხადება
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” საშემოსავლო გადასახადის შემცირებას ითხოვს