დღეს მინსკში უკრაინის საკითხებზე მოლაპარაკება გაიმართება

სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის მოლაპარაკებები აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დარეგულირების მიზნით დღეს საღამოს გაიმართება.
საკონტაქტო ჯგუფმა უკრაინასთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტი შექმნა და იმედს გამოთქვამენ , რომ ის 31 იანვარს იქნება ხელმოწერილი.
დოკუმენტი კონკრეტულ პუნქტებს შეიცავს, რომელთა რეალიზებამ უკრაინაში არსებული კონფლიქტის დეესკალაცია უნდა გამოიწვიოს.
საუბარის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და მძიმე ტექნიკის დასახლებული რაიონებიდან გაყვანაზე, როგორც ამას მინსკის 19 სექტემბრის მემორანდუმი ითვალისწინებდა. „დოკუმენტში საუბარია ასევე პირველადი დახმარების ნივთების და ჰუმანიტარული დახმარების დონეცკის და ლუგანსკის მხარეში შეტანასა და სამხედრო ტყვეების განთავისუფლებაზე.“
დოკუმენტი საბოლოოდ 29 იანვარს შეჯერდა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში 15 სამხედრო გარდაიცვალა. ამასთანავე, სეპატარისტების მიერ გავრცელებული ცნობით მათ 70 უკრაინელი სამხედრო დახოცეს.
დამოუკიდებელი ცნობები გასული დღე-ღამის მონაცემების შესახებ არ არსებობს.

banner
წინა სტატიაში“პანორამა თბილისის” პროექტის მოწინააღმდეგეები სოლოლაკის ქედისკენ მიემართებიან
შემდეგი სტატიაინგლისის ეკლესია სამი მშობლისგან ბავშვის გაჩენის წინააღმდეგია