დღეს ლონდონში ყველაზე მასშტაბური გეი-აღლუმი იმართება

გეი აღლუმში, რომელიც ლონდონში დღეს უნდა ჩატარდეს სავარაუდოდ მონაწილეობას ათასობით ადამიანი მიიღებს.
წელს აღლუმის მთავარი თემაა გმირები, ადამიანები, რომლებმაც სერიოზული წვლილი შეიტანეს სექსუალური უმცირესობების უფლებების დასაცავად.
აღლუმი ბაიკ-სტრითზე გრინვიჩის დროით 14.00 საათზე იწყება, გაგრძელდება ოქსფორდ სტრითზე და 16.30 წუთზე დასრულდება.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გეი-აღლუმი აშშ-ს უმაღლესი სასამართლოს მიერ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებიდან ერთ დღეში იმართება.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
შემდეგი სტატიაფანასკერტელის ქუჩაზე ვეფხვი ვერ იპოვეს