დღეს ლარი იმაზე მეტად გვაქვს გაუფასურებული, ვიდრე უნდა იყოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა “ლართან დაკავშირებით მკაფიოდ მინდა დავაფიქსირო, რომ სახელმწიფოს ყველა შტო, ერთობლივად მუშაობს და პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს შეხვედრები და დეტალური ანალიზი. მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით, დღეს ლარი იმაზე მეტად გვაქვს გაუფასურებული, ვიდრე უნდა იყოს. როდესაც საგადამხდელო ბალანსს გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ რეალურად, წინა წელთან შედარებით, დღეის მდგომარეობით ეროვნულ ვალუტაზე 182 მილიონი დოლარით ნაკლებია წნეხი. რაც იმას ნიშნავს, რომ გვაქვს საკმაოდ დიდი ლუფტი იმისთვის, რომ საშუალოვადიან პერიოდში ლარი გამყარდეს”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისივე თქმით ქვეყანაში, სადაც გვაქვს მცურავი სავალუტო კურსი, მერყეობები იქნება, ჩვენ გვაქვს პატარა ეკონომიკა, რომელიც არის ღია ეკონომიკა და შესაბამისად, საგარეო ფაქტორები ჩვენზე მოქმედებს. თუმცა ვფიქრობთ, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, საშუალოვადიან პერიოდში ლარის გამყარება უნდა მოხდეს”, – განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში,,ევროპა აფრიკად იქცევა,, – რაზე აფრთხილებდა კადაფი დასავლეთს?
შემდეგი სტატიათბილისის მერია სოციალურად დაუცველებისთვის ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებას მოახდენს