დღეს თბილისის რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

ევროპის მე-13 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალ “თბილისი 2015”-თან დაკავშირებით, რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება. შსს-ს ინფორმაციით, დღეს 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გადაიკეტება აღმაშენებლის ხეივნის ერთი მხარე – მცხეთისკენ მიმავალი მიმართულება, ხოლო მცხეთიდან თბილისში შემომავალ მიმართულებაზე იქნება ორმხრივი მოძრაობა.
29 ივლისს 15:00 საათიდან 19:00 საათამდე სრულად გადაიკეტება თბილისის ზღვის მიმდებარე ავტომაგისტრალი.
30 ივლისს 08:00 საათიდან 19:00 საათამდე სრულად გადაიკეტება თბილისის ზღვის მიმდებარე ავტომაგისტრალი.
“მოსახლეობას მოვუწოდებთ აღნიშნულ თარიღებსა და მიმართულებებზე ავტომანქანებით გადაადგილებისგან მაქსიმალურად შეიკავონ თავი”, – აცხადებენ შსს-ში.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქი სამშობლოში დღეს დაბრუნდება
შემდეგი სტატიაჟურნალისტი ნინო შუბლაძე ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველად ინიშნება