დღეს ბიძინა ივანიშვილი და მისი პროკურატურა დამარცხდა–ალასანიას პირველი კომეტარი

http://www.timer.ge/?p=30912

ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები დეპუტატების პირადი თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლესდღეს ბიძინა ივანიშვილი და მისი პროკურატურა დამარცხდა, – ასე ეხმაურება “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია სასამართლოს მიერ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების გათავისუფლებას.
როგორც ალასანია აცხადებს, სიმართლისთვის ბოლომდე ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ვინაიდან თუ საზოგადოება ერთიანია ის აუცილებლად გაიმარჯვებს.
“სასამარლომ ე.წ. კაბელების საქმის ხუთივე უკანონო პატიმარი გაათავისუფლა. პროკურატურა ითხოვდა გირაოს 10 000 ლარს, მაგრამ სასამართლომ არ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა.
დღეს ბიძინა ივანიშვილი და მისი პროკურატურა დამარცხდა. სიმართლისთვის ბოლომდე ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. თუ საზოგადოება ერთიანია, სიმართლე იმარჯვებს”, – აცხადებს ალასანია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები გირაოს გარეშე, დეპუტატების ნინო გოგუაძის, ირაკლი ჩიქოვანის, ზურაბ აბაშიძის, ვიქტორ დოლიძის, შალვა შავგულიძის პირადი თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლეს. პროკურატურა კი, აღკევთის ღონისძიების – პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა.

banner
წინა სტატიაშიე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები დეპუტატების პირადი თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიასახალხო დამცველის აპარატმა სტიქიური შედეგების სალიკვიდაციოდ 50 ათას ლარი გამოყო