დღეიდან აღდგომის მარხვა დაიწყო

აღდგომის 40 დღიან მარხვა დღეიდან დაიწყო. დიდმარხვა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის მზადებას წარმოადგენს. იგი აღდგომამდე 48 დღით ადრე იწყება და ყველაზე ხანგრძლივი მარხვაა. ამ დროს მორწმუნეებს ხორცეულის, თევზისა და რძის ნაწარმის მიღება ეკრძალებათ. განსაკუთრებით მძიმე მარხვის პირველი შვიდეულია.

შეგახსენებთ, რომ გასული კვირა მორწმუნეთათთვის ყველიერის კვირა იყო. მართლმადიდებელი ეკლესიამ გუშინ შენდობის ანუ მიტევების დღე აღნიშნა.

დიდი მარხვის დროს ორი უდიდესი დღესასწაული, ხარება და ბზობა აღინიშნება.

მართმადიდებლური ეკლესია დიდი მარხვის პერიოდში, ორმოცი დღის განმავლობაში მიცვალებულებს იხსენიებს. გარდა ამისა, ყოველდღიურად, პარასკევს საღამოდან კვირა დილის ჩათვლით პერიოდის გარდა, წმიდა ეფრემ ასურის ლოცვა იკითხება.

წელს მართმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წელს 12 აპრილს აღნიშნავს.

 

 

banner
წინა სტატიაშიდაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პოსტზე დაბრუნების შემდეგ გადადგა
შემდეგი სტატიასაფრანგეთი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ავია-ბრძოლაში ერთვება