დუშამბე ჯიჰადისტებს მიუტევებს თუკი ისინი მოინანიებენ

dushambeტაჯიკეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ყველა იმ მოქალაქეს დაეხმარება, რომლებიც სირიაში შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობდა, მაგრამ მოინანია საკუთარი მოქმედებები და სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა.
ტაჯიკეთის შსს-ს განცხადებით, ათობით ტაჯიკმა ნებაყოფლობით დატოვა ერაყი და სირია და თურქეთში გადავიდა. ისინი სამშობლოში არ ბრუნდებიან, რადგან სისხლის სამართლის დევნის დაწყების ეშინიათ.
ტაჯიკეთის მთავრობა ისლამური სახელმწიფოს რიგებში მეომარ, მაგრამ უკან მობრუნებულ საკუთარი ქვეყნის მოხალისეებს პირობას აძლევს, რომ სისხლის სამართლის დევნისგან გაანთავისუფლებს.
ოფიციალური მონაცემებით სირიასა და ერაყში ისლამური სახელმწიფოს რიგებში დაახლოებით 384 ტაჯიკი მონაწილეობს, ამასთანავე, 40 ადამიანი იქ საკუთარი ოჯახებით იმყოფება. 150 მებრძოლის წინააღმდეგ ტაჯიკეთში სისხლის სამართლი საქმა აღძრული.

banner
წინა სტატიაშიელისო ჩაფიძე : ეს არ არის სრული ჭეშმარიტება
შემდეგი სტატიასაგარეო უწყებამ უნდა დააყენოს თუ არა გერმანელი ბიზნესმენების სამართლებლივი დევნის საკითხი?