“დონეცკში სახელმწიფო გადატრიალება ხდება”-ედუარდ ლიმონოვი

დონეცკში სახელმწიფო გადატრიალება ხდება

დონეცკში სახელმწიფო გადატრიალება ხდებაპარტია “სხვა რუსეთის” ლიდერმა ედუარდ ლიმონოვმა თავის “ცოცხალ ჟურნალში” განაცხადა, რომ დონეცკში სახელმწიფო გადატრიალება ხდება.
“პუგრინი და მისი მანქანა დაკავებული არიან, ამ დროს კი პუშლინი და ზახარჩენკო პუგრინს თანამდებობიდან ხსნიან. დეპუტატები, რომლებიც პუგრინს უჭერენ მხარს, დარბაზში არ შეუშვეს. ჩვენ კიევს გვაერთებენ – ლიმონოვმა დონეცკელი ინფორმატორის მიერ ნათქვამი გააჟღერა.
ჟურნალისტმა დენის კაზანსკიმ საკუთარ ფეისბუქზე დაწერა, რომ ეს ინფორმაცია მას სხვა წყარომაც დაუდასტურა.

“თავდაპირველად პუგრინს რუსეთის საზღვარზე არ უშვებდნენ, მაგრამ მან მაინც მოახერხა დონეცკში ჩასვლა. გზაში, მაკეევასთან მის მანქანას გადაუდგნენ და სახალხო საბჭოს თავმჯდომარე დააპატიმრეს” – გაავრცელა კაზანსკიმ.
ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ინფორმაციას ამის შესახებ აწვდის პუგრინის თანამებრძოლი ტატიანა დვორიადკინა, რომელიც ყველა რუს ჟურნალისტს თანადგომისკენ მოუწოდებს.

“ჩვენ პუგრინთან ერთად დავაარსეთ ეს მარგინალური “დონეცკის რესპუბლიკა”, საიდანაც დაიწყო დონეცკის სეპარატიზმი” – აღნიშნა კაზანსკიმ. მისი თქმით, დონეცკში აფრიკული ტრადიციების “სახელმწიფო” გადატრიალება ხდება.

http://www.timer.ge/?p=44611

 

banner
წინა სტატიაშიაფხაზ მედიკოსებს იორდანიაში სტაჟირებაზე ეპატიჟებიან… (VIDEO)
შემდეგი სტატიაცნობილი ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ტელეკომპანია “იმედის” განცხადებას ეხმიანება