დონეცკის მოსახლეობა პრობლემების გამო სეპარატისტებს აუმხედრდა

დონეცკის რეგიონის მოსახლეობამ დღეს ქალაქის ცენრში მშვიდობისა და სოციალური პრობლემების მოგვარების მოთხოვნით სპონტანური მიტინგი გამართა… ამის შესახებ ინფორმაციას როგორც რუსული ასევე უკრაინული წყაროები ადასტურებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მიტინგის მონაწილეებმა დონეცკის მოსახლეობის სახელით საკუთარი პრობლემების მიმართ, როგორც სეპარატისტული ე.წ. ხელისუფლების, ასევე უკრაინის ხელმძღვანელობის მხრიდან უმოქმედობაზე გამოთქვეს პროტესტი.

როგორც მიტინგის მონაწილეებმა აღნიშნეს, არ წყდება სროლები და დაბომბვები ორივე მხრიდან, რასაც დონეცკის რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობა, ქალები და ბავშვები ეწირებიან… ბევრმა ადამიანმა დაკარგა ახლობლები, ოჯახის წევრები… ბევრი ოჯახი დარჩა უსახლკაროდ ისე, რომ არსად წასასვლელი არააქვთ და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლები არაფერს აკეთებენ, რომ ადამიანებს მშვიდობიანი ცხოვრების საშუალება მისცენ და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყონ.

ერთ-ერთი მომიტინგის განცხადებით, დონეცკის შემოგარენი 2 წელია დაბომბვების ქვეშ ცხოვრობს, რის შედეგადაც  იქაური მოსახლეობის 80 პროცენტის ბინები საცხოვრებლად ან უვარგისია ან ისეთ ადგილზეა, რომ მანდ გაჩერება შეუძლებელია  და ამიტომ ეს ხალხი ნაქირავებში ცხოვრობს.

,,არავინ გვეხმარება აქაური ხელისუფლებიდან, რომ ჩვენი პრობლემები მოვაგვაროთ… ყველა გვატყუებს, რომ დღეს-ხვალ მშვიდობა იქნება… და რომ მოგვარდება ჩვენი პრობლემები,, აცხადებენ მომიტინგეები.

მიტინგის მონაწილეებმა მიმართეს რუსეთის და უკრაინის ხელისუფლებებს, რომ შეწყდეს ომი და ხალხს ნორმალური ცხოვრების საშუალება მიეცეს…

banner
წინა სტატიაშიწყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა ექსპერტიზა ამ დრომდე გრძელდება
შემდეგი სტატიასტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ეკლესია მეურვეობას გაუწევს