დონბასში თავდასხმებს 14 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

დონბასში პრორუსი მებრძოლების შედეგად განხორციელებულ თავდასხმებს 14 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. ამის შესახებ უკრაინული მედია ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ცნობით, გასული ღამის განმავლობაში “ბოევიკებმა” უკრაინის არმიის პოზიციების მიმართულებით 34-ჯერ გახსნეს ცეცხლი.
“მათ დაბომბეს დაასახლებული პუნქტები და დახოცეს მშვიდობიანი მოქალაქეები. გუშინ ღამით “ბოევიკებმა” სოფელ სჩასტიეში 6 ადამიანი, სოფელ გორნიაკში – 5, ხოლო სამი არტემოვსკში მოკლეს”, – ნათქვამია ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე – “მშვიდობისა და ეკონომიკის ინსტიტუტის” გამოქვეყნებული კვლევა საქართველოში ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე არ ადასტურებს, რომ დავით საყვარელიძე უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად აირჩიეს