“დონალდ ტუსკი საოკუპაციო ხაზს მოინახულებს და სოფელ ხურვალეთს ეწვევა”

დონალდ ტუსკი

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, დავით კერესელიძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის რანგში ეს დონალდ ტუსკის პირველი ვიზიტია საქართველოში.

კერესელიძის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირისგან განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოსადმი.

“ტუსკის ვიზიტი ჩვენი ქვეყნისადმი ევროკავშირის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირებას წარმოადგენს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ტუსკის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებულ მისიაში. ასევე დაგეგმილია შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში ტუსკი ასევე მოინახულებს საოკუპაციო ხაზს და ეწვევა სოფელ ხურვალეთს”, – განაცხადა დავით კერესელიძემ.

banner
წინა სტატიაშიოლიმპიური სოფელს ლევან კობიაშვილი უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატიაალექსანდრე ჭიკაიძე მინდია ჯანელიძის მოადგილედ ინიშნება